|
2021-04-28 13:58:25, 489 ნახვა
საზოგადოება
„ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება
ეკონომიკისა და გარემოს დაცვის მინისტრებმა ევროკავშირის ენერგეტიკულ გაერთიანებას ნამახვანჰესის შესახებ დისკუსიაში ჩართვის მიზნით წერილით მიმართეს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცნობეს, მთავრობის გადაწყვეტილებით, „ნამახვანჰესთან“ დაკავშირებით არასამთავრობო სექტორთან დიალოგის პროცესში ევროკავშირის ენერგოგაერთიანების დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრი ჩაერთვება. მათივე ცნობით, აღნიშნული ორგანიზაციისადმი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრების ერთობლივი წერილის თანახმად, ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებით არსებული დისკუსიის პროცესში ნეიტრალური მხარის, ენერგეტიკული გაერთიანების შუამავლობა სასარგებლო იქნება ნდობის განმტკიცებისთვის, ასევე დისკუსიის პროცესის სწორად და საქმიანად წარმართვისთვის. „მადლიერი ვიქნებით თქვენი, როგორც ევროპის ენერგეტიკული გაერთიანების სამდივნოს დავების გადაწყვეტისა და მოლაპარაკების ცენტრის თავმჯდომარის, მიერ აღნიშნული პროცესით დაინტერესებითა და პერსონალური ჩართულობით, რომლის დროსაც შედგება კომუნიკაცია როგორც მთავრობის, ასევე ნამახვანი ჰესის პროექტის მოწინააღმდეგე სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის“, - ნათქვამია წერილში. წერილის მიხედვით, მთავრობა მზადაა, საჭიროების შემთხვევაში, მოხდეს ყველა დოკუმენტის, კვლევისა და პროცედურის (მათ შორის, გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურის) შესწავლა ევროკავშირის კანონმდებლობისა და საუკეთესო ევროპული პრაქტიკის შესაბამისად. ასევე შესაძლებელი იქნება მრავალმხრივი დისკუსიების ორგანიზება, რათა გამოვლინდეს და განხილული იქნას ყველა ლეგიტიმური კითხვა. „საქართველოს მთავრობა მტკიცედ ემხრობა ენერგეტიკის სექტორში კლიმატის ცვლილების წინააღმდეგ ბრძოლისა და დეკარბონიზაციის პოლიტიკას განახლებადი ენერგიის წყაროების პოტენციალის შემდგომი განვითარების გზით. ჩვენ, როგორც ენერგეტიკული თანამეგობრობის წევრი ქვეყანა, ამას გავაკეთებთ, როგორც ევროსაბჭოს კანონმდებლობის, ასევე გარემოს დაცვის, უსაფრთხოების, გამჭვირვალობისა და ინკლუზიურობის უმაღლესი სტანდარტების შესაბამისად. საქართველოში, ევროპის სხვა ქვეყნების მსგავსად, განახლებადი ენერგიის პროექტები მწვავე დისკუსიის საგანი გახდა სამოქალაქო საზოგადოებრივი ორგანიზაციებისა და ადგილობრივი მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ, მთავრობა მიზნად ისახავს, გამონახოს ბალანსი განახლებადი ენერგიის პოპულარიზაციასა და შესაძლო დამატებით ღონისძიებებს შორის“, - აღნიშნულია განცხადებაში.
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)