|
2021-04-28 11:29:53, 803 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, ვერაფერს მოაბა თავი, გაუგებარი სიტყვა „საწოლფონდი“ დაამკვიდრა
ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვერაფერს მოაბა თავი, - ამის შესახებ „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში, ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა. ალეკო ელისაშვილი აღნიშნა, ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ ვერ მოაბეს თავი, რომ ქვეყანაში შემოტანათ საკმარისი ოდენობის ვაქცინა. „ქალბატონ ტიკარაძესთან მთავარი კითხვები ვაქცინაციასთან დაკაშირებით იქნება. გუშინაც ნახეთ, როგორი აჟიოტაჟი იყო რეგისტრაციასთან დაკავშირებით. გუშინდელმა დღემაც დაადასტურა, რომ მითი, თითქოს მთელი ერი ებრვის ვაქცინაციას და არავის უნდა ის, არ დადასტურდა. ასე პორცია-პორცია და 5-5 ცალი ვაქცინა რატომ შემოდის?! რატომ ვერ მოაბა ჯანდაცვის სამინისტრომ და მთავრობამ თავი, რომ საკმარისი ოდენობის ვაქცინა შემოეტანათ. ეკატერინე ტიკარაძემ თავი შეირცხვინა, როგორც ჯანდაცვის მინისტრმა, ვერაფერს მოაბა თავი, რამენიმე სიტყვა დაამკვირდა ჩვენს ლექსიკონში - რაღაც გაუგებარი „საწოლფონდი“ და მსგავსი, ეს არის და ეს“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, პარლამენტში დღეს, „მინისტრის საათის“ ფორმატში ჯანდაცვის მინისტრს, ეკატერინე ტიკარაძეს მოუსმენენ.
პატრიარქმა კირილმა ბირთვული იარაღის შექმნას „ღვთაებრივ გეგმას“ უწოდა
ფონ დერ ლაიენი: სეუტიდან ვერცერთმა მიგრანტმა ვერ შეძლო ესპანეთის მატერიკულ ნაწილში ჩასვლა
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: უკრაინამ რუსული კონტეინერმზიდი ჩაძირა და სამი ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა დაბომბა
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)