|
2021-04-26 14:42:04, 859 ნახვა
პოლიტიკა
ალეკო ელისაშვილი - პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურა სწორია, მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?
კახა კუჭავას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, ვერაფერზე ვერ ვიტყვი, რომ არიქა ადგე და გაილაშქრო, - ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, კუჭავა პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანია და შესაბამისად, პარლამენტის თავმჯდომარედ მისი კანდიდატურის დასახელება სწორია. „რაც მოვისმინე სიმართლეს ჰგავს. პარლამენტის თავმჯდომარედ უნდათ უფრო ნეიტრალური ადამიანის ყოფნა იმიტომ, რომ ხვალიდან პარლამენტში ოპოზიციის დიდი ნაწილი შემოვა, შემდეგ ალბათ, კიდევ ერთი ნაწილი შემოვა და ძაან ადუღდება პარლამენტი. იქ სპიკერი და თავმჯდომარე თუ იქნება უფრო ნეიტრალური ადამიანი საქმისთვის კარგია. კახა კუჭავას საწინააღმდეგო მე პირადად არაფერი მაქვს. რაც ვიცნობ და რაც მისი ბიოგრაფია ვიცი, ვერაფერზე ვერ ვიტყვი, რომ არიქა ადგე და გაილაშქრო. დღეს პარლამენტის თავმჯდომარედ უფრო პოლიტიკურად ნეიტრალური ადამიანის დანიშვნა არის სწორი. კახა კუჭავა არის უფრო ნეიტრალური პოლიტიკურად. შესაბამისად, მისი კანდიდატურა უფრო სწორია. რასაც ვეთანხმებით იმას მხარი რატომ არ უნდა დავუჭიროთ?“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. ცნობისთვის, „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტის თავმჯდომარედ კახა კუჭავას კანდიდატურა მას შემდეგ დაასახელა, რაც არჩილ თალაკვაძემ თანამდებობა დატოვა. კუჭავას კანდიდატურას კენჭს პარლამენტი ხვალ, 27 აპრილს პლენარული სხდომის საგაზაფხულო სესიაზე უყრის.
ანა წითლიძე თინა ბოკუჩავაზე - როდესაც ზღვაზე დასვენება უფრო დიდი პრიორიტეტია, ვიდრე პოლიტიკური პატიმრები, ბევრ რამეზე მეტყველებს
სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გიორგი ჩახუნაშვილს საპროცესო შეთანხმების დადებას თხოვენ
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)