21:56 - 25 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-26 10:05:12, 560 ნახვა

საზოგადოება
უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით დღეს იმსჯელებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ რამდენიმე დღის წინ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, შეზღუდვები რადიკალური და კატეგორიული არ იქნება.

„საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ შეიძლება გარკვეული შეზღუდვები გაუქმდეს, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება. ვინაიდან, ჩვენ ვიმყოფებით ახლა ისეთ სტადიაზე, როდესაც ველოდებით მესამე ტალღის პიკურ მაჩენებელს. მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა დამატებითი შეზღუდვები შეიძლება გატარდეს იმისათვის, რომ ჩვენ ეპიდსიტუაცია უკეთესად ვმართოთ ლოკალურ დონეზე და საბჭო ამასთან დაკავშირებით ორშაბათს იმსჯელებს.

ეკლესიის მხარდაჭერა ისევე როგორც შარშან, იქნება ძალიან აქტიური სახელმწიფოს და ჩვენი მოქალაქეების მიმართ. აქედან გამომდინარე, დარწმუნებულები ვართ, რომ ეს არ იქნება რადიკალური და კატეგორიული შეზღუდვები“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რიყის დოქების დემონტაჟი დაიწყეს, მუშები ქართულად ვერ საუბრობენ, ტელევიზიების ჯგუფებზე ძალადობენ
სააკაშვილი- საქართველოში მობრუნდა სამი მეგობარი: კრიმინალი, უშუქობა და უწყლობა. მთავარია მიშა არ მობრუნდეს
თიბისი კონცეპტმა ინოლა გურგულიას შემოქმედებას ახალი სიცოცხლე შესძინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics