|
2021-04-23 12:04:58, 892 ნახვა
საზოგადოება
ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება
„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ მათი მოთხოვნების შესრულებაზე ხელისუფლებისთვის მიცემული ვადა დღეს იწურება. როგორც ვარლამ გოლეთიანმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, დაიწყება ფართომასშტაბიანი აქციები. „დღეს არის ბოლო ვადა პასუხის, შევთანხმდით, რომ დღეს უნდა გვითხრათ ჩვენი მოთხოვნების დაკმაყოფილებასთან დაკავშირებით ან კი ან არა, დღეს დაველოდებით მათგან ზარს, ამის შემდეგ, თუკი არ შესრულდა ჩვენი მოთხოვნები, წავალთ ფართომასშტაბიანი აქციების გზით და გავაჟღერებთ ამ გეგმას, პასუხის გაგების შემდეგ. თუ გაგვიხსნიან გზას და მოგვეცემა გადასვლის საშუალება, თუ შეჩერდება სამუშაოები - ამ შემთხვევაში წავალთ დიალოგზე“, - განაცხადა ვარლამ გოლეთანმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)