00:01 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-21 15:44:57, 599 ნახვა

საზოგადოება
თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგეს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე, თამარ გაბუნია არ გამორიცხავს, რომ სააღდგომო დღესასწაულამდე ქვეყანაში დამატებითი შეზღუდვების საკითხი დადგეს.

როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, აღდგომის დღესასწაულამდე ჯერ კიდევ 10 დღეა დარჩენილი, რამაც შესაძოა, ეპიდემიოლოგიური სურათი შეცვალოს.

„ჯერჯერობით რაიმე გადაწყვეტილება რომელიმე სახის აკრძალვაზე არ არის. თუმცა, სააღდგომო დღესასწაულამდე თითქმის ათი დღეა. ეს პერიოდი ხშირ შემთხვევაში, ცვლის ეპიდემიურ სურათს. ასე რომ, უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით განვითარდება მოვლენები. შესაძლოა, დამატებითი  შეზღუდვების დაწესების საკითხი დადგეს. რა თქმა უნდა, ამას ვერ გამოვრცხავთ. ის წესები, რაც ჩვენ აქამდეც არაერთხელ გავიარეთ საპატრიარქოსთან ერთად და რაც ზოგადად, ეპიდემიურად უსაფრთხო გარემოს ქმნის რელიგიური მსახურების პროცესში, ეს ყველასთვის ცნობილია. ბუნებრივია, სააღდგომო დღესასწაულზეც ამ წესების დაცვა მნიშვნელოვნად მიგვაჩნია“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics