|
2021-04-21 15:37:07, 523 ნახვა
საზოგადოება
თამარ გაბუნია - ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა, 4 400 საწოლიდან 3 600 დაკავებულია
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ქვეყანაში ჰოსპიტალურ სექტორზე დაწოლა გაიზარდა. როგორც მან უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნა, 4400 საწოლიდან 3600 დაკავებულია. „1300-ზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა გასული 24 საათის განმავლობაში. რა თქმა უნდა, შემთხვევების რაოდენობა იმატებს და დადებითობის მაჩვენებელი რჩება 4%-ს ქვემოთ, თუმცა ყოველდღიური მაჩვენებელი უკვე საკმაოდ მაღალია რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ მნიშვნელოვანია პრევენციული ღონისძიებების ზედმიწევნით დაცვა. რა თქმა უნდა, გაიზარდა დაწოლა ჰოსპიტალურ სექტორზეც 4400 საწოლიდან 3600 არის დაკავებული, მათ შორის 500-ზე მეტი პაციენტი არის ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში და 90-მდე პაციენტი არის რეანიმაციულ განყოფილებაში, ფილტვის ხელოვნური ვენტილაცია სჭირდება. ასევე არიან პაციენტები კოვიდსასტუმროებში. კოვიდსასტუმროების დამატების საჭიროებაც გამოიკვეთა როგორც თბილისში, ასევე ქუთაისსა და ბათუმში“, - განაცხადა თამარ გაბუნიამ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)