|
2021-04-20 18:09:30, 733 ნახვა
პოლიტიკა
პრემიერი - შეთანხმება შედგა, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია
შეთანხმება შედგა, საქართველოში ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისი დასრულებულია, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთოლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ირაკლი ღარიბაშვილმა შარლ მიშელს გაწეული შრომისთვის და მედიაციის პროცესში ჩართულობისთვის მადლობა გადაუხადა. „პრეზიდენტ მიშელ, თქვენ პირველად ამ დარბაზში, 1-ელ მარტს განაცხადეთ თქვენი ინიციატივის შესახებ, რომელიც უკავშირდებოდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციას. სწოედ ერთი თვისა და 20 დღის შემდეგ, ვარ ბედნიერი და ამაყი, რომ შედეგი სახეზეა. შეთანხმება შედგა და შეიძლება ითქვას, რომ ხელოვნურად შექმნილი კრიზისი საქართველოში დასრულებულია. ამითვის თქვენ გულწრფელ მადლობას იმსახურებთ, მადლობა ჩვენი მთავრობის სახელით იმ დიდი ძალისხმევისთვის, რომელიც თქვენ გასწიეტ ამ კონკრეტული შედეგის მისაღწევად. დაამტკიცეთ, რომ ხართ ნამდვილი ლიდერი, შეგიძლიათ მოლაპარაკებების წარმოება კონკრეტული შედეგის დასრულებით. ჩვენ ერთად შევქმენით წარმატებული მაგალითი, პრეცედენტი ევროკავშირის და აშშ-ის ჩართულობასთან ერთად, პოლიტიკური კრიზისი, რომელიც ხელოვნურად იყო შექმნილი, ამოურულია“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)