16:54 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-20 16:46:07, 755 ნახვა

პოლიტიკა
პრეზიდენტი შეთანხმებაზე - საზოგადოება იყო დაღლილი, შეურაცხყოფილი და დღევანდელ დღეს ამოისუნთქა

საქართველოს საზოგადოება პოლარიზაციით, გაუთავებელი არეულობითა და დაპირისპირებებით იყო გადაღლილი და შეურაცხყოფილი, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ევროპის საბჭოს პრეზიდენტთან, შარლ მიშელთან ერთობლივ კონფერენციაზე განაცხადა.

მისივე თქმით, გუშინდელ დოკუმენტზე ხელმოწერით საზოგადოებამ ამოისუნთქ და იგრძნო, რომ დღევანდელი დღე - გამარჯვების დღეა.

 „დღეს დილიდან ახალი ხელმოწერებია შეთანხმების დოკუმენტზე და ეს იმას ნიშნავს რომ ის დინამიკა, რომელიც დაიწყო გუშინ, გრძელდება და ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ მომავალ დღეებშიც გაგრძელდება და მივიღებთ სრულყოფილ შედეგს და ეს იქნება და არის უკვე, ნამდვილად ყველას გამარჯვება. პირველ რიგში, ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა საზოგადოებითვის, რამეთუ საზოგადოება ნამდვილად იყო დაღლილი, ვიტყოდი კიდევაც გადაღლილი, დაძაბული ამ პოლარიზაციით, დაპირისპირებით და გაუთავებელი არეულობით და თუნდაც შეურაცხყოფილი, იმიტომ რომ ეს არ არის ის ღირებულებები, რაც ყველმა ვიცით, იყო და უნდა იყოს საქართველოს ღირებულებები, ამიტომ დღევანდელ დღეს საზოგადოებამ ამოისუნთქა და თვითონაც გრძნობს, რომ ეს არის მისთვის გამარჯვების დღე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics