|
2021-04-20 14:22:41, 407 ნახვა
საზოგადოება
გლდანში, წინამძღვრიშვილის ქუჩაზე ასფალტის საფარის დაგება სრულდება
გლდანის რაიონის გამგეობა საგზაო სამუშაოებს აქტიურად განაგრძობს. პატარა ტბის დასახლებაში, წინამძღვრიშვილის ქუჩასა და მიმდებარე ჩიხებში გზის საფარის მოწესრიგება სრულდება. სამუშაოების ფარგლებში, სანიაღვრე ქსელი დაახლოებით, 425 გრძივ მეტრზე მოეწყო. ასევე, გაკეთდა ბორდიური და საფეხმავლო ბილიკები, ასფალტის საფარის დაგების სამუშაოები კი, დაახლოებით, 4 500 კვადრატულ მეტრზე მეტ ფართობზე მიმდინარეობს. პროექტისთვის 457 765 ლარია გათვალისწინებული. პატარა ტბის დასახლებაში გამგეობამ მაისურაძის, ტიხონოვის, გულისაშვილის, მარჯანიშვილის, ბარათაშვილის ქუჩების, ინგუშეთის ჩიხისა და გასასვლელის გზის საფარის რეაბილიტაცია გასულ წლებში განახორციელა. წინამძღვრიშვილის ქუჩის მოწესრიგება კი, მიწისქვეშა კომუნიკაციების გაუმართაობის გამო ვერ ხორციელდებოდა. კომპანია ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მიერ გასულ წელს აღნიშნულ ქუჩაზე წყალარინების ქსელი შეიცვალა, რის შემდეგაც გლდანის გამგეობამ საგზაო სამუშაოები დაიწყო. წინამძღვრიშვილის ქუჩაზე მიმდინარე პროცესს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი გაეცნო.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)