|
2021-04-20 13:11:46, 630 ნახვა
პოლიტიკა
ჯეიმს აპატურაი - მიღწეული შეთანხმება უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა
ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ჯეიმს აპატურაი საქართველოში პოლიტიკურ პარტიებს შორის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტის ხელმოწერას ეხმაურება. როგორც ჯეიმს აპატურაი სოციალურ ქსელში წერს, საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება კარგი ამბავია და ეს უნდა იყოს პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა. „საქართველოში პოლიტიკური შეთანხმება ნამდვილად კარგი ამბავია, როგორც ქართველობისთვის, ასევე ყველა ჩვენგანისთვის, საერთაშორისო მეგობრებისთვის, რომლებსაც გვსრს საქართველოს წარმატების ხილვა. ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირისა და აშშ-ის ელჩის ძალისხმევას, რომლებიც ხელს უწყობენ, რომ შეთანხმება გახდეს შესაძლებელი. ეს შეთანხმება საქართველოში პოლიტიკური პოლარიზაციის გადალახვის შესაძლებლობა უნდა იყოს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.
ესპანეთის ქალაქ სეუტაში მიგრანტების შეჭრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 67-მდე გაიზარდა
კობახიძე კორუფციულ დანაშაულებზე - ყველა უმკაცრესად აგებს პასუხს
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
კიევზე რუსეთის დარტყმებმა სასწრაფო დახმარების 5 მანქანა მთლიანად გაანადგურა
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)