13:01 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 14:13:31, 625 ნახვა

რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ წაბლანის ტრაგედიის მსხვერპლთა ხსოვნას პატივი მიაგო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ, სოფელ წაბლანაში სტიქიის შედეგად დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკო. ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ცნობით, დაღუპულებს პატივი მიაგეს უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, დეპუტატებმა, თვითმმართველობის ხელმძღვანელმა პირებმა, ადგილობრივმა მოსახლეობამ.

„32 წელი გავიდა წაბლანის ტრაგედიიდან, ეს არის უმძიმესი დღე ამ კუთხის ისტორიაში. მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ყოველთვის გვახსოვდეს ეს ადამიანები და პატივი მივაგოთ მათ ხსოვნას“, - განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

ცნობისთვის, სტიქია 1989 წლის 19 აპრილს, სოფელ წაბლანაში მოხდა, რამაც 23 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის სამი ბავშვის.

დაღუპულთა პატივსაცემად, 2020 წელს, სტიქიის ადგილას მოეწყო სკვერი და განთავსდა მემორიალური დაფები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რეჟიმი გეგმავს მოქალაქეთა პირადი ცხოვრება აკონტროლოს, უცხოელზე დაქორწინებას კომისია შეისწავლის
ბოკუჩავა - ენმ-ს გარე აუდიტი არ სჭირდება იმის აღსაქმელად, რომ მძიმე გამოწვევების წინაშე ვდგავართ
თუ სიჩქარის მცირედი გადაჭარბება იქნება, მძღოლი 50 ლარით დაჯარიმდება, ჯარიმები გაიზრდება - დარახველიძე
საქართველოში შექმნილია სასათბურე პირობები ირანის ტერორისტული რეჟიმის ქსელისთვის – დროა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics