01:02 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-19 12:50:07, 434 ნახვა

საზოგადოება
იმერეთის აგროზონასა და საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

ერთობლივი კროს-კლასტერული პროექტების განხორციელების მიზნით, საქართველოს შემფუთველთა კლასტერსა (PMAG) და შ.პ.ს „იმერეთის აგროზონას“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი  შ.პ.ს „იმერეთის აგროზონის“ დირექტორმა, არჩილ ბუკიამ და საქართველოს  შესაფუთი მასალების მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარემ,  ზაზა მჭედლიშვილმა მოაწერეს.

მემორანდუმი მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების მწარმოებლებსა და სასათბურე მეურნეობის სექტორში მოქმედ კომპანიებს შორის თანამშრომლობის გაღრმავებას, ერთობლივი პროექტების განხორციელებას და სასათბურე შესაფუთი მასალების წარმოებაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის ხელშეწყობას. 

მემორანდუმიითვალისწინებს, მხარეებისთვის აქტუალურ თემებზე ერთობლივი კვლევების ჩატარებას და ცოდნის, უნარების და გამოცდილების გაზიარებას.

საქართველოს შემფუთველთა კლასტერი (PMAG) წარმოადგენს გაეროს განვითარების პროგრამის მიერ მხარდაჭერილ შესაფუთი მასალების კლასტერს,  რომელიც 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს და მიზნად ისახავს შესაფუთი მასალების ინდუსტრიისა და მისი ინდივიდუალური წევრების დახმარებას  და ღირებულებათა ჯაჭვის სხვადასხვა ეტაპზე თანამშრომლობის გაღრმავების გზით პროდუქციის კონკურენტუნარიანობის ზრდას.

შ.პ.ს „იმერეთის აგრო ზონა“ სასათბურე მეურნეობების კლასტერის განვითარების მიზნით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერით შეიქმნა. სასათბურე მეურნეობების განვითარების პროექტი წყალტუბოსა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში, 220 ჰექტარ  ფართობზე მაღალი, საშუალო და დაბალტექნოლოგიური სათბურების, ლოგისტიკის და გაყიდვების ცენტრის, გადამმუშავებელი საწარმოების და სხვადასხვა დამხმარე ბიზნესების შექმნას და განვითარებას ითვალისწინებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics