|
2021-04-17 12:30:35, 1488 ნახვა
მსოფლიო
აშშ-ის მიერ დაწესებული სანქციების საპასუხოდ, კრემლი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან აძევებს
რუსეთი 10 ამერიკელ დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. ამის შესახებ ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, მოსკოვი შეზღუდავს ქვეყანაში ამერიკული ფონდებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების მუშაობას, რომლებიც მინისტრის თქმით, პირდაპირ ერევიან რუსეთის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. „თქვენ საუბრობთ, რომ 10 რუსი დიპლომატი შეიყვანეს სიაში და მათ აშშ უნდა დატოვონ. ჩვენ ამაზე პასუხს სარკისებურად გავცემთ. 10 ამერიკელ დიპლომატს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიას დავატოვებინებთ“, - განაცხადა ლავროვმა. 15 აპრილს ცნობილი გახდა ვაშინგტონში რუსეთის დიპლომატიური მისიის 10 თანამშრომლის გაძევების შესახებ. იმავე დღეს აშშ-ს პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა ხელი მოაწერა განკარგულებას ახალი ანტირუსული სანქციების შემოღების შესახებ. შეზღუდვები შეეხო რუსეთიდან 32 იურიდიულ და ფიზიკურ პირს, რომლებიც აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის თანახმად, „შეეცადნენ გავლენა მოეხდინათ აშშ-ის 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დეზინფორმაციითა და სხვადასხვა მავნე ქმედებებით“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი მტკიცედ უპასუხებს ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ სანქციებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)