|
2021-04-16 20:24:15, 449 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერია - ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის რეაბილიტაცია იწყება
თბილისის მერია ნაძალადევის რაიონში, მანჯგალაძის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას იწყებს. პროექტის პირველ ეტაპზე, კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერისა“და „თბილისი ენერჯის“ მიერ მიწისქვეშა კომუნიკაციები სრულად შეიცვლება. აღნიშნული სამუშაოების გამო, მიმდინარე წლის 19 აპრილიდან ივნისის ბოლომდე, ცოტნე დადიანის ქუჩის კუთხიდან, ლიკანის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება. რაც შეეხება საზოგადოებრივ ტრანსპორტს, აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ტრანსპორტის გადაადგილების სქემა არ შეიცვლება. პროექტის მომდევნო ეტაპზე, თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური მანჯგალაძის ქუჩაზე სანიაღვრე ქსელს მოაწესრიგებს და გზის რეაბილიტაციას განახორციელებს. თბილისის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)