|
2021-04-15 11:17:51, 547 ნახვა
პოლიტიკა
გიგი უგულავა - 15 მაისი არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი გამოხატოს
15 მაისი არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს, - ამის შესახებ ოპოზიციონერმა ლიდერმა, გიგი უგულავამ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებით, დღეიდან ამომრჩევლებთან შეხვედრებს გამართავენ. „დღეს კახეთი იქნება, ხვალ სხვა რეგიონი. მთელი საქართველოს მასშტაბით, ჩვენ, პირველ რიგში, უნდა მოვუსმინოთ ჩვენს ამომრჩევლებს. ადამიანებს, რომელთაც ბრაზი აქვთ იმის გამო, რომ ქვეყანა, რომელსაც ამდენი რესურსი აქვს, მიდის უკან, იმის ნაცვლად, რომ წავიდეს წინ. ხელისუფლება უქმნის მათ ისეთ ილუზორულ განცდას, გეგონება საქართველოში სიტუაცია ყვაოდეს. პირველ რიგში, ჩვენ შევხვდებით იმ ადამიანებს, ვისაც პროტესტი აქვთ. სწორედ ასეთი ადამიანები დადიან აქციაზე. ჯერ ვემზადებით 15 მაისისთვის. ეს არის შესაძლებლობა თითოეული გაბრაზებული მოქალაქისთვის, რომ მოვიდეს და ბრაზი მკაფიოდ გამოხატოს“, - განაცხადა გიგი უგულავამ. ცნობისთვის, 15 მაისს დაანონსებულ აქციასთან დაკავშირებით, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები დღეიდან რეგიონებში გასვლით შეხვედრებს იწყებენ. პირველი შეხვედრა - კახეთში გაიმართება.
ევროპა ხურავს საზღვრებს სეუტაში კრიზისის შემდეგ: რა დგას 50 ათასი მიგრანტის ჩამოსვლის უკან
ლიეტვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ კიევში რუსეთის იერიშის შემდეგ ქვეყნის საელჩოს დაზიანების შესახებ განაცხადა
პოლიციამ ქურდული სამყაროს წევრობისთვის ძებნილი პირი მეტსახელად ფაიფურა დააკავეს
დაკავეს კაცი, რომელიც პენსიონერებს ატყუებდა და ფულს ითვისებდა
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)