03:45 - 26 Jul, 2026
|
2021-04-14 11:32:25, 553 ნახვა
საზოგადოება
თბილისის სატრანსპორტო კომპანიის განცხადებით, ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გამორთულია
თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებული საინფორმაციო ტაბლოები ტექნიკური ხარვეზის გამო გამორთულია. აღნიშნულის შესახებ განცხადებას თბილისის სატრანსპორტო კომპანია ავრცელებს. „თბილისის მუნიციპალურ ავტობუსებზე განთავსებულ საინფორმაციო ტაბლოებზე, რომლებზეც ავტობუსის მარშრუტის ნომრებია ასახული, ტექნიკური ხარვეზი დაფიქსირდა. აღნიშნული ხარვეზის გამო, ტაბლოები არის გამორთული. სატრანსპორტო კომპანიის შესაბამისი სამსახურების, ასევე, კონტრაქტორი კომპანიის წარმომადგენლები, რომელიც ავტობუსების ტაბლოების პროგრამულ უზრუნველყოფას ახორციელებენ,ხარვეზის დროულად აღმოსაფხვრელად მუშაობენ. თბილისის სატრანსპორტო კომპანია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის!“, - ნათქვამია უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)