|
2021-04-11 10:27:33, 610 ნახვა
საზოგადოება
სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ
სოფელ ნამოხვანში, მდინარე რიონში ახალგაზრდა მამაკაცს ისევ ეძებენ. როგორც საგანგებო სიტუაციების სამსახური იუწყება სამძებრო სამუშაოებშ დამატებითი ძალები ჩაერთო. „პროცესში ჩართულია განსაკუთრებულ საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს ჯგუფი თბილისიდან, 20 მეხანძრე-მაშველის შემადგენლობით. ასევე, ნამოხვანში ჩავიდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წყალზე რეაგირების სამმართველოს მაშველები სამეგრელოს, გურიის და აჭარის რეგიონებიდან. საძიებო-სამაშველო სამუშაოებში მონაწილეობს 6 მყვინთავი, რომლებიც ტერიტორიის მონიტორინგს 8 ნავითა და ყველა საჭირო აღჭურვილობით ახდენენ. წყლის ფსკერის დათვალიერება მიმდინარეობს საძიებო სკანერის, ექოლოტის საშუალებით“, - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ გუშინ ღამით ახალგაზრდა მამაკაცი რიონის ხეობაში მდინარეში გადახტა, უცნობია გადახტომის მიზეზი და მოტივი. „რიონის ხეობის მცველები“ სამართალდამცავებმა უკვე გამოკითხეს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)