11:33 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 14:36:46, 706 ნახვა

პოლიტიკა
ლიეტუვის ელჩი - რუსული ოკუპაციის აგრესია განსაკუთრებით იგრძნობა მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე

რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე, - ამის შესახებ საქართველოში ლიეტუვის ელჩი, ანდრიუს კალინდრა სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.

საქართველოში ლიეტუვის ელჩი ანდრიუს კალინდრა ენგურის ხიდთან იმყოფებოდა, სადაც რუსული ოკუპაცია დაგმო.

„სევდიანი ვიზიტი მქონდა ენგურის ხიდის გადასასვლელ პუნქტთან, რომელიც აღნიშნავს საოკუპაციო ხაზს აფხაზეთთან. რუსული ოკუპაციის უსამართლო და აგრესიული ხასიათი განსაკუთრებით იგრძნობა ამ მდინარეზე გადასვლისას მოქალაქეების ტრაგიკული გარდაცვალების ფონზე, როდესაც საქართველო, დღეს ეროვნული ერთობის დღეს აღნიშნავს“, - წერს ლიეტუვის ელჩი.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics