11:33 - 01 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-09 14:00:20, 759 ნახვა

პოლიტიკა
არჩილ თალაკვაძე - სალომე ზურაბიშვილმა მოახდინა იმის დემონსტრირება, რომ პრეზიდენტი პარტიული დღის წესრიგის მიღმა დგას

სალომე ზურაბიშვილმა კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა, - ასე აფასებს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის დღევანდელ გამოსვლას პარლამენტში, სადაც მან ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.

როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტმა სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე.

„ჩვენ ყოველთვის ვამბობდით, რომ პრეზიდენტი საქართველოს კონსტიტუციით, გახლავთ ზეპარტიული პოლიტიკური ფიგურა. დღეს მან კიდევ ერთხელ გააკეთა იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს პრეზიდენტი როგორც ინსტიტუტი და როგორც პოლიტიკური პირი დგას პარტიული დღის წესრიგის მიღმა და პარტიულ დღის წესრიგზე მაღლა. შესაბამისად, მან სწორი აქცენტები გააკეთა, როდესაც ისაუბრა პოლიტიკური შეთანხმების მნიშვნელობაზე და როდესაც ხაზი გაუსვა ჩვენი პარტნიორების სურვილს, რომ საქართველოში პოლიტიკა ტარდებოდეს ინსტიტუციურად, პარლამენტში, პარტიებმა კი მონაწილეობა მიიღონ პროცესში. მონაწილეობაზე უარის თქმა ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპს. რასაკვირველია, სწორია საქართველოს პრეზიდენტის დღევანდელი გზავნილი, რომ მოხდეს შეთანხმება, პოლიტიკური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში და მიიღონ სრულფასოვანი მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესში“, - განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა დღეს პარლამენტში ყოველწლიური ანგარიში წარადგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
CBS News: აშშ და ისრაელი ამზადებენ ფართომასშტაბიან თავდასხმებს ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე
ირანი იმუქრება აშშ-ს ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე დარტყმით, მორიგი თავდასხმის შემთხვევაში
რუსეთმა უკრაინას 35 სხვადასხვა ტიპის რაკეტით შეუტია, რომელთაგან ორი ჩამოაგდეს - შეიარაღებული ძალები
კიევზე ბალისტიკური რაკეტების იერიშის შედეგად 9 ადამიანი დაიღუპა და 30 დაიჭრა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics