|
2021-04-08 20:18:38, 1563 ნახვა
მსოფლიო
აშშ-მა მიანმარს სანქციები დაუწესა
ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიანმარს სანქციები დაუწესა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს, მათივე ცნობით, ე.წ. შავ სიაში სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირფასი ქვების საწარმო მოხვდა. დაწესებული სანქციების მიზეზად მოსახლეობის ნების უგულვებელყოფა სახელდება, რომელსაც სამხედრო გადატრიალების გზით მოსული ხელისუფლება არ ითვალისწინებს. „ბირმის სამხედრო რეჟიმი განაგრძობს სასტიკ თავდასხმებს ბირმის ხალხზე. აშშ-ის სამიზნე შემოსავლების წყაროა, რომლითაც ამ ძალადობის მხარდაჭერა ხორციელდება“, – წერს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი სოციალურ ქსელში. შეგახსენებთ, რომ საპროტესტო აქციებზე შეიარაღებული ძალების ქმედებას ასობით მოქალაქე ეწირება. ბოლო 24 საათში კი საპროტესტო აქციაზე 12 მოქალაქე მოკლეს და 20-ზე მეტმა სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)