07:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 16:29:20, 374 ნახვა

საზოგადოება
თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული შენობის გამაგრება მიმდინარეობს

დიდუბის რაიონის გამგეობა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას განაგრძობს. ერთ-ერთი ასეთი პროექტია თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე ავარიული სახლის გამაგრება.

თევდორე მღვდლის ქუჩა N42-ში მდებარე ორსართულიან საცხოვრებელ სახლში 17 ოჯახი ცხოვრობს. შენობის ავარიულობის საკითხი მოსახლეობას მრავალი წელია პრობლემას უქმნის. პროექტის დასრულების შემდგომ, მათ უსაფრთხოდ და კომფორტულად ცხოვრების შესაძლებლობა ექნებათ.

„ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების განვითარების ხელშეწყობის პროგრამის“ ფარგლებში, შენობის საძირკველი და მზიდი კედლები მონოლითური რკინა-ბეტონით გამაგრდება. ასევე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება აივნებს და შეიცვლება დაზიანებული კარ-ფანჯარა.

ავარიული საცხოვრებელი სახლის გამაგრების სამუშაოებს დიდუბის რაიონის გამგებელის მოვალეობის შემსრულებელი მამუკა ვეკუა ადგილზე გაეცნო და ადგილობრივ მცხოვრებლებს შეხვდა.

პროექტი დიდუბის რაიონის გამგეობის დაკვეთით ხორციელდება. სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 280 000 ლარია გამოყოფილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics