07:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 15:33:30, 525 ნახვა

საზოგადოება
მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენების მიცემა სავარაუდოდ, უფროსებმა დაავალეს

მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ბრალდებული ექთნის, თეა გზირიშვილის დედა აცხადებს, რომ მის შვილს ცრუ ჩვენების მიცემა სავარაუდოდ, უფროსებმა დაავალეს.

როგორც ის აღნიშნავს, თეა გზირიშვილი კლინიკაში სხვა მიმართულებით მუშაობდა და იმუნიზაციის პროცესში მოულოდნელად  ჩართეს.

„შეიძლება, დაავალეს უფროსებმა ასე თქვიო, თორემ ჩემმა შვილმა ნემსი გაუკეთა ნორმალურად, ხელები დაიბანა. ექიმის გასინჯული ექთანი შემოვიდა და აცრა გაუკეთა. თვითონაც გაიკეთა. შეცდომა არ დაუშვია ჩემს შვილს. ალბათ, უფროსებმა დაავალეს ასეო თქვი და იმანაც თქვა. რაშია ჩემი შვილი დამნაშავე, უფროსები არიან დამნაშავეები, ჩემი შვილი პროცედურის ექთანი იყო ბავშვთაში, რა უფლება ჰქონდათ, კიდევ სადმე დაენიშნათ? მოემზადებინათ სხვა ექთანი, ტრეინინგები, თუ რა სიკვდილია, ჩაეტარებინათ და გაეშვათ ის“, - განაცხადა მაყვალა გზირიშვილმა.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის ორ ექიმსა და ექთანს ბრალი წარუდგინა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics