07:53 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-08 10:57:21, 475 ნახვა

საზოგადოება
გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი ხანიშვილმა ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამის სამეთვალყურეო საბჭოს რიგით 38-ე ონლაინ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა.

ამის შესახებ „ექსპრესნიუსს“ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, გიორგი ხანიშვილმა სამეთვალყურეო საბჭოს მუშაობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ პანდემიით შექმნილი რთული ვითარების მიუხედავად, ქვეყანაში მეცხოველეობის დარგის განვითარებაში პოზიტიური დინამიკა თვალსაჩინოა. მინისტრის მოადგილემ დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებს თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

შეხვედრაზე საუბარი შეეხო, სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ცოფის რისკის მართვის მნიშვნელობის საკითხებს. შეხვედრაზე სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიის, სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის და სამუშაო ჯგუფების წარმომადგენლებმა მიმდინარე აქტივობების და სამომავლო გეგმების შესახებ ისაუბრეს.

ინფორმაციის თანახმად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას სამინისტროს შესაბამისი უწყებების და სამსახურების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, აჭარის ა/რ სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ირმა აფხაზავა, დონორი და პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლები და უცხოელი ექსპერტები ესწრებოდნენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
ზუგდიდში სამხედრო მოსამსახურეს ეძებენ
სალომე ზურაბიშვილი- რეჟიმი ქვეყანას ვერ მართავს, მგონი რუსეთში გაიქცნენ
ელექტროენერგიის მასშტაბური გათიშვის გამო ყოფილ მინისტრს ივანიშვილის გუნდთან კითხვები აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics