07:54 - 26 Jul, 2026
|
2021-04-07 11:00:46, 497 ნახვა
საზოგადოება
არასრულწლოვანი მსჯავრდებულებისთვის ჭადრაკის ტურნირი ჩატარდა
სპორტის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, #11 არასრულწლოვანთა სარეაბილიტაციო დაწესებულებაში ჭადრაკის ტურნირი მოეწყო. ღონისძიება ონლაინ რეჟიმში შედგა და მასში მონაწილეობა თოთხმეტმა მსჯავრდებულებმა მიიღო. ტურნირის შედეგად გამარჯვებულები გამოვლინდნენ და მათ საჩუქრად ჭადრაკის დაფები გადაეცათ. აღსანიშნავია, რომ არასრულწლოვანი მსჯავრდებულები დაწესებულებაში ყოფნის დროს ჭადრაკს აქტიურად თამაშობენ და სპორტის ამ სახეობის მიმართ მათ დიდი ინტერესი აქვთ. ტურნირი მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ინიციატივითა და მაია ჩიბურდანიძის სახელობის „ჭადრაკის დედოფლის აკადემიის" მხარდაჭერით განხორციელდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ზელენსკიმ სირსკი უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდლის თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად დრაპატი დანიშნა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)