11:14 - 26 Jul, 2026
|
2021-04-04 16:35:01, 867 ნახვა
საზოგადოება
ყოფილი არქიმანდრიტი ათინოგენე - მეუფე სტეფანეს არ ვემორჩილები გადაწყვიტოს რამდენიც უნდა
მეუფე სტეფანეს არ ვემორჩილები გადაწყვიტოს რამდენიც უნდა, - ამის შესახებ არქიმანდრიტმა ათინოგენემ განაცხადა. მისი თქმით, მიტროპოლიტმა სტეფანემ მისთვის მღვდელმსახურების უფლების აკრძალვის გადაწყვეტილება ერთპიროვნულად მიიღო. მეუფე ათინოგენე ასევე ამბობს, რომ არ აპირებს მონასტრის დატოვებას. „მე არც არქიმანდიტრობისთვის მოვსულვარ ეკლესიაში, არც მღვდლობის პატივისთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ერთპიროვნულად არ უნდა გადაწყვეტილიყო, უნდა დავებარებინე როგორც წესი და კანონია. სტეფანეს არ ვემორჩილები გადაწყვიტოს რამდენიც უნდა“, - განაცხადა ყოფილმა არქიმანდრიტმა. შეგახსენებთ, რომ დღეს მარტვილისა და ჭყონდიდის ეპისკოპოსმა სტეფანემ რამდენიმე სასულიერო პირს მღვდელმსახურების უფლება შეუჩერა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)