11:13 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-03 18:26:54, 559 ნახვა

საზოგადოება
წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს

წავკისში, ჭავჭავაძის ქუჩაზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება მიმდინარეობს. მთაწმინდის გამგეობამ, წავკისში, ალ.ჭავჭავაძის ქუჩის რეაბილიტაცია დაიწყო. მიმდინარე სამუშაოებს რაიონის გამგებელი დავით კირკიტაძე გაეცნო.

„ჩვენ, შემოერთებულ ტერიტორიებზე საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას აქტიურად განვაგრძობთ. აღნიშნულ მისამართზე, საავტომობილო გზა აქამდე არ იყო, რაც ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილებაში უშლიდა ხელს. პროექტი, მოქალაქეების განცხადების საფუძველზე ხორციელდება და სამუშაოების დასრულების შემდეგ, მათ არსებული პრობლემები მოუგავრდებათ“, - განაცხადა დავით კირკიტაძემ.

პროექტის ფარგლებში, საგზაო ინფრასტრუქტურა 6 000 კვ.მ ფართობზე მოწესრიგდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე, ასევე, მიმდინარეობს 350 გრძივი მეტრი ახალი სანიაღვრე არხის მოწყობა, რისი არარსებობის გამო, უამინდობის დროს, ქუჩებზე ნიაღვარი ღიად მოედინებოდა. უხვი ნალექიაფერხებდა საგზაო მოძრაობას და მოსახლეობის კომფორტულ გადაადგილებას.

საგზაო სამუშაოების კომპანია „პარმა“ ახორციელებს. მისი ღირებულება დაახლოებით, 600 000 ლარია.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მუსლიმი ტერორისტი ბერლინში ლგბტ მსვლელობაზე ავტომობილით შევარდა
ზელენსკიმ ირანისთვის რუსეთის დახმარების დეტალები წარმოადგინა.
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
„ამ კონფლიქტის ბუნება გაურკვეველია.“ ​​ტოკაევმა პუტინს მოუწოდა, შეეწყვიტა ომი უკრაინაში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics