15:40 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-04-02 18:53:22, 1140 ნახვა

რეგიონი
აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ომარ ტაკიძე და ზაზა დავითაძე შშმ პირების დღის ცენტრს ეწვია

2 აპრილი აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღეა. აუტიზმის ცნობადობის ამაღლების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით, შუახევის მერის მოვალეობის შემსრულებელი ომარ ტაკიძე, ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე ზაზა დავითაძესთან ერთად, შშმ პირების დღის ცენტრს ეწვია.

თარიღთან დაკავშირებით, შუახევის შშმ პირთა დღის ცენტრში საინფირმაციო შეხვედრა მოეწყო. თანამშრომლებმა წარმოადგინეს პრეზენტაცია, სადაც ისაუბრეს აუტისტური სპექტრის აშლილობის რაობაზე, მითებზე, სტერეოტიპებზე, სერვისებსა და საზოგადოების დამოკიდებულებაზე. აუტიზმის შესახებ ცნობიერების ამაღლების მსოფლიო დღის აღნიშნვის მიზანია, გაიზარდოს აუტიზმის შესახებ საზოგადოების ინფორმირებულობა.

ასევე ხელი შეუწყოს აუტიზმის მქონე ადამიანების ფუნდამენტური უფლებების დაცვასა და რეალიზაციას. 2007 წლის 18 დეკემბერს გაეროს გენერალურმა ასამბლეამ 2 აპრილი აუტიზმის შესახებ ინფორმაციის გავრცელების მსოფლიო დღედ გამოაცხადა, რასაც ერთხმად შეუერთდა ყველა ქვეყანა, მათ შორის, საქართველო.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics