15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 17:24:24, 863 ნახვა

რეგიონი
ფოლადაურის ხეობაში ველური ბუნების სააგენტომ 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და  ველური ბუნების სააგენტოს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, სამონადირეო მეურნეობა შპს „კავკასიას“ ტერიტორიაზე, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვეს.

სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ასევე მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის   „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახითა და ე.წ. „თვალების სტადიაზე“ მყოფი 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითით დაათევზიანეს.

ხოხბებისა და კალმახების გაშვებაში მონაწილეობა ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის პირველადი სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა კარლო ამირგულაშვილმა და ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიის თანამშრომლებმა მიიღეს.

აღსანიშნავია, რომ  სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.

პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით, მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება და წყლის მდორე უბეებში ეწყობა. სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics