15:41 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-31 11:15:56, 717 ნახვა

რეგიონი
ველური ბუნების სააგენტომ ბოლნისის მუნიციპალიტეტში 60 ფრთა კოლხური ხოხობი გაუშვა, ხოლო მდინარე ფოლადაური ხრამის აუზის პოპულაციის კალმახით დაათევზიანა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ველური ბუნების ეროვნული სააგენტო ადგილობრივი ფაუნისა სახეობათა მხარდაჭერისა და ბუნებაში აღდგენის პროექტს 2016 წლიდან ახორციელებს. 

სააგენტოსა და სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის სპეციალისტებმა ფოლადაურის ხეობაში, „თამარის ხიდის“ მიდამოებში 60 ფრთა კოლხური ხოხობის ერთწლიანი მოზარდი, „წითელი ნუსხის“ სახეობის 100 ერთეული მწარმოებელი კალმახი და 50 000-მდე ინკუბირებული ქვირითი - ე.წ. “თვალების სტადიაზე” გაუშვეს.

სააგენტოს საშენში, ყოველწლიურად, ნახევარი მილიონი მდინარის კალმახის სხვადასხვა აუზის პოპულაცის ლიფსიტის წარმოება ხდება.

 პროექტის ფარგლებში მიმდინარეობს ბუნებიდან ამოღებული კოლხური ხოხბის სადედე გუნდის ზრდა , რომლითაც ზოგ სამონადირეო მეურნეობებში უნდა ჩანაცვლდეს  გავრცელებული ჰიბრიდული ხოხობი.  სააგენტო ასევე მუშაობს კაკბის, გნოლისა და ხონთქრის ქათმის სადედე გუნდების გაზრდაზე შემდგომ მათი სტაბილური ნამატის მისაღებად, რომელიც გამოყენებული იქნება როგორც ველურ ბუნებაში გასაშვებად, ასევე სამონადირეო მეურნეობებისთვის მისაწოდებლად.

მდინარის კალმახის ინკუბირებული ქვირითისა და ლარვის ველურ ბუნებაში გაშვება არის მეთოდი, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის მინიმალური ჩარევით,  მოწყვლადი სახეობის მომრავლებას და მაქსიმალურად ზრდის ბუნებრივად გამოჩეკვის პროცენტს. ქვირითი ნაყოფიერდება ხელოვნურად, გამოჩეკვამდე მდინარის ინკუბატორში თავსდება  და წყლის მდორე უბეებში ეწყობა.

სახეობების გამრავლების ხელშეწყობის აღნიშნული მეთოდი ევროპის არაერთ ქვეყანაშია აპრობირებული, რადგან ასე გამოჩეკილი ლიფსიტი ველურ ბუნებაში ჩვეულებრივად ადაპტირებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics