15:37 - 22 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-30 16:12:49, 781 ნახვა

რეგიონი
ბათუმის ბულვარის ისტორიულ-კულტურულ საზღვრებში, ახალ სამშენებლო პროექტებზე მორატორიუმი ცხადდება

დღეს აჭარის მთავრობის სხდომა გაიმართა. სხდომის დაწყებისას თორნიკე რიჟვაძემ განცხადება გააკეთა ბათუმის ბულვართან დაკავშირებით. მისი თქმით ბულვარის განაშენიანების გეგმის საბოლოო დამტკიცებამდე, ძველი ბულვარის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საზღვრებში, ყველა სამშენებლო პროექტზე მორატორიუმი გამოცხადდება.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მიღებული გადაწყვეტილება  წერტილს დავუსვამთ ნებისმიერ შემდგომ სპეკულაციებს და კითხვებს ბათუმის ბულვართან დაკავშირებით.

,, ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ძველი ბულვარის ისტორიულ კულტურული ძეგლით გათვალისწინებულ ტერიტორიაზე განაშენიანების და კონსერვაციის გეგმის კანონმდებლობით წესით დამტკიცებამდე გამოცხადდეს სრული მორატორიუმი ნებისმიერ  ახალ სამშენებლო პროექტზე. ასევე მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ  ბათუმის ბულვარი სამართავად კანონმდებლობით დადგენილ ვადებში, უსწრაფესად  გადაეცეს ბათუმის მერიას. ეს ერთხელ და სამუდამოდ პასუხს გასცემს იმ კითხვებს, რომელიც შესაძლოა არსებობდეს ბათუმელებში, საზოგადოების გარკვეულ ნაწილში.  ასევე, ძალიან კარგად ვიცით თუ რა კონკრეტული ობიექტი რომელ დროს გასხვისდა და რა დროს არის კონკრეტული ვალდებულებები აღებული" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ

ქალაქის და საზოგადოების ინტერესის გათვალისწინებით, მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ  ბათუმის ბულვარი სამართავად გადაეცემა მუნიციპალიტეტს. უახლოეს პერიოდში დაიწყება გადაცემის პროცედურები.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
23-25 ივნისს საქართველოში მოსალოდნელია დროგამოშვებით ნალექიანი ამინდი
Nestle-მ ბრიტანეთის მიერ სანქცირებულ ტელეკომპანია „იმედში“ რეკლამის განთავსების გამო შიდა გამოძიება დაიწყო
ხალხის ფულით ივანიშვილის რეჟიმი 2026 წელს გამოშვებულ 592 ახალ ავტომობილს ₾47 მილიონად ყიდულობს
5 თვეში, ივანიშვილის რეჟიმმა საგზაო ჯარიმებით რეკორდული ₾130 მილიონი აკრიფა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics