|
2021-03-28 17:31:48, 773 ნახვა
მსოფლიო
ნიკოლ ფაშინიანი - აპრილში პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადავდგები
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა განაცხადა, რომ ის აპრილში გადადგება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს. „დიახ, უახლოეს პერიოდში, აპრილში გადავდგები თანამდებობიდან არა იმისთვის, რომ წავიდე, არამედ იმიტომ, რომ ჩატარდეს ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები. ამ პერიოდის განმავლობაში მე შევასრულებ პრემიერ-მინისტრის მოვალეობას“, - განაცხადა ფაშინიანმა. შეგახსენებთ, რომ ოპოზიცია პრემიერ-მინისტრის გადაყენებას ნოემბრიდან ითხოვს, მას შემდეგ, რაც მან ხელი მოაწერა შეთანხმებას მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ . ამ დოკუმენტის შესაბამისად, რომელსაც ერევანმა და ბაქომ ხელი მოაწერეს რუსეთის შუამავლობით, სომხეთმა ქელბაჯარის, ლაჩინისა და აღდამის რეგიონები აზერბაიჯანს გადასცა , ხოლო რუსი სამშვიდობოები განლაგდნენ კონტაქტის ხაზზე და ლაჩინის დერეფანში, რომელიც ყარაბაღს სომხეთთან აკავშირებს.
|
რედაქტორის რჩევით
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული ავიაციის მიერ განხორციელებული იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 30-მდე გაიზარდა, დაიჭრა 90
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)