|
2021-03-27 13:18:08, 586 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვრის მოსახლეობამ კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის გამოცხადების მოთხოვნით მერიაში პეტიცია შეიტანა
ვაშლიჯვრის მოსახლეობა კორპუსების მშენებლობაზე მორატორიუმის დაწესებას და მეწყრის შესასწავლად ექსპერტთა ჯგუფის შექმნას ითხოვს. აღნიშნულ მოთხოვნებთან დაკავშირებით მოსახლეობამ 5000-მდე ხელმოწერა შეაგროვა და თბილისის მერიაში დღეს პეტიცია შეიტანა. „5 000-მდე ხელმოწერა ავაგროვეთ. ჩვენი მოთხოვნები არ იცვლება. პეტიციაში ჩვენი ძირითადი მოთხოვნაა დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფის შექმნა, რომელშიც შევლენ ადგილობრივი მაცხოვრებლები, რათა იყოს ნდობა და გამჭვირვალობა. შეჩერდეს ყველა მშენებლობა ვაშლიჯვრის ტერიტორიაზე, შეჩერდეს ახალი ნებართვების გაცემა, მოხდეს მთლიანად ვაშლიჯვრის გეოლოგიური ანალიზი და აუცილებლობად დააყენონ 24-საათიანი მკონიტორინგის სისტემები“, - განაცხადა ვაშლიჯვრის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა. შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, ცნობილი გახდა, რომ ნუცუბიძისა და ვაშლიჯვრის დამაკავშირებელ გზასთან მდებარე ფერდობზე მეწყრული პროცესი გააქტიურდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)