17:40 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-25 10:29:30, 399 ნახვა

საზოგადოება
ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩაზე საფეხმავლო გზისა და ფერდობის გასამაგრებლად 106-მეტრიანი კედელი მოეწყო

ნაძალადევის რაიონში, დიდი ჯიხაიშის ქუჩა N131-141-ში არსებული ამორტიზებული საფეხმავლო გზის გასამაგრებლად 106-მეტრიანი საყრდენი კედელი მოეწყო და ლითონის დამცავი ღობე დამონტაჟდა.

გამაგრებული ტერიტორია ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ირაკლი ხელაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარ დეპუტატ მიხეილ ამაშუკელთან ერთად დაათვალიერა.

„ამ მონაკვეთზე საფრთხისშემცველი მდგომარეობა გვქონდა. პროექტის განხორციელება გასულ წელს დავიწყეთ და ამ ეტაპზე, გამაგრების სამუშაოები დასრულებულია. ბეტონის კონსტრუქციით გამაგრდა, როგორც საფეხმავლო გზა, ასევე ფერდობი. სამუშაოები საკმაოდ რთული შესასრულებელი იყო და გამგეობის კონტრაქტორმა კომპანიამ სამშენებლო პროცესი კარგად წარმართა. ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოება ახლა უკვე დაცულია“, - განაცხადა ირაკლი ხელაძემ.

აღნიშნულ მისამართზე გრუნტის დამჭერი კედლის მშენებლობისთვის ნაძალადევის რაიონის გამგეობამ ჯამში, 464 000 ლარი დახარჯა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics