19:08 - 26 Jul, 2026
|
2021-03-20 14:48:54, 1692 ნახვა
საზოგადოება
ვაშლიჯვრის ფერდობზე ახალი მეწყრული ბზარები გაჩნდა - გეოლოგი აცხადებს, რომ მერიის თანამშრომლები ადგილზე არ უშვებენ
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის დირექტორი, თეა გოდოლაძე სოციალურ ქსელში წერს, რომ მას და სხვა მეცნიერებს თბილისის მერია ვაშლიჯვრის ფერდობზე არ უშვებს. როგორც თეა გოდოლაძემ აღნიშნა, ვაშლიჯვრის ფერდობზე დაწყებულია ახალი ბზარების გაჩენა, რომელიც ძალიან მალე მივა თავდაპირველი ბზარების კონდიციამდე. „ჩემზე გაბრაზებული ყოფილა მერია, რატო გვლანძღავსო და ტერიტორიაზე არ მიშვებენ, შენ გენაცვალე ჩემო ქვეყანავ, მეცნიერი ვარ მე! ამ ტერიტორიაზე შეინიშნება დაბზარვა, ეს ახალი ბზარებია, იმ კონდიციამდე არ არის მისული, თუმცა ამ ტემპით ეს მალე მოხდება“, - განაცხადა თეა გოდოლაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)