|
2021-03-20 14:23:47, 629 ნახვა
პოლიტიკა
ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რუსეთის სპეცსამსახურებთან კავშირში მყოფი პირია - საქმის ახალი მტკიცებულებები
უკრაინის სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩეჩენი საველე მეთაურის, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე ახალი მტკიცებულებები აღმოაჩინეს, - აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Bellingcat-ი, The Insider-ი და Der Spiegel-ი ავრცელებენ. გამოცემის ცნობით, აღმოჩენილი მტკიცებულებების თანახმად, ზელიმხან ხანგოშვილის მკვლელი, რომელიც თავს ვადიმ სოკოლოვს უწოდებს, სინამდვილეში ვადიმ კრასიკოვია - ადამიანი, რომელიც კავშირშია რუსულ სპეცსამსახურებთან. უკრაინულ სახელისუფლებო წყაროებზე დაყრდნობით, ჟურნალისტები წერენ, რომ სხვადასხვა მტკიცებულებებთან ერთად - მიმოწერა, ელეტრონული ფოსტა და USB ჩხირი, სამართალდამცველებმა იპოვეს პირის ფოტოსურათები, რომლის იდენტიფიცირება მოხდა, როგორც ვადიმ კრასიკოვის. გამოცემა წერს, რომ აღნიშნული ფაქტს ასევე ადასტურებს ქორწინების მოწმობა, რომელიც იყო აღმოჩენილი ფოტოსურათთან ერთად. ერთობლივ ფოტოსურათებზე აღმოჩენილია იგივე ადამიანი, რომელსაც ახლა ბერლინში ასამართლებენ. ასევე, დასახელებულია ტატუ, რომელიც ფოტოსურათზე აღბეჭდილ პირს, მარცხენა მკლავზე აქვს. The Insider-ის მიხედვით, უკრაინული სახელისუფლებო უწყებებიდან წამოსული მონაცემები, შესაძლოა გახდეს საკვანძო არგუმენტები გერმანიის პროკურატურისთვის. როგორც გამოცემა ვარაუდობს, ახალი მტკიცებულებები აჩვენებს, რომ „ვადიმ სოკოლოვი“ არსებობს მხოლოდ გაყალბებულ დოკუმენტებში. ცნობისთის, საქართველოს მოქალაქე, ზელიმხან ხანგოშვილი ბერლინში 2019 წლის აგვისტოში მოკლეს. გერმანიის პროკურატურამ მკვლელობის შეკვეთასა და ორგანიზებაში რუსეთი დაადანაშაულა.
არასერიოზულია იმის მტკიცება, რომ ცალკე აღებულმა, "ენერგო-პრო ჯორჯიას“ ხაზმა შესაძლოა გამოიწვიოს ქვეყნის სრული გათიშვა - მიხეილ ბოცვაძე
საქართველოს ბანკი - ფოთის საჭადრაკო ფესტივალზე ქართველი მოჭადრაკეების მთავარი მხარდამჭერი | ტურნირის შეჯამება
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, მეწარმე ქალებისთვის გაყიდვების თემაზე ვორკშოპი გაიმართა
მედია: ამერიკისა და ისრაელის სადაზვერვო სააგენტოები ირანის ახალ უზენაეს ლიდერს ეძებენ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკი: რუსეთმა უკრაინა ჩრდილოეთ კორეული რაკეტით დაბომბა
რუსეთმა კიევი და უკრაინის სხვა დიდი ქალაქები დაბომბა, დაიღუპა 7 ადამინი დაიჭრა 30
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)