19:08 - 26 Jul, 2026
|
2021-03-20 11:26:44, 485 ნახვა
საზოგადოება
საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასია
საქართველოს მასშტაბით, სრულ დისტანციურ სწავლებაზე 14 სკოლა და 64 ცალკეული კლასია, - აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, ბოლო ერთი კვირის მონაცემებით, 15-დან 20 მარტის ჩათვლით, მონიტორინგისა და სავალდებულო ტესტირების შედეგად, მთელი ქვეყნის მასშტაბით ვირუსი მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 0,1%-ს და მოსწავლეთა ასევე 0.01%-ს დაუდასტურდა. „ვირუსის გამოვლენის შემთხვევებში სკოლებზე კვლავ წერტილოვანი შეზღუდვები გავრცელდება და, როგორ წესი, ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლის გათვალისწინებით იმოქმედებენ“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)