|
2021-03-20 10:40:27, 707 ნახვა
საზოგადოება
სურსათის ეროვნულმა სააგენტომ 52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა
სურსათის ეროვნული სააგენტო ვეტერინარულ კლინიკებს, ვეტაფთიაქებსა და ზოომაღაზიებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ამოწმებს. როგორც სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული, დარღვევების გამო 52 ობიექტი დაჯარიმდა. „მიმდინარე წელს აჭარის,შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში, სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა. გამოვლინდა სხვადასხვა დარღვევა, მათ შორის, ვადაგასული პრეპარატების რეალიზაცია, ცხოველის საკვების განთავსების, შენახვისა და რეალიზაციის მოთხოვნებთან შეუსაბამობა, რეგისტრაციის არქონა. დარღვევების გამო დაჯარიმდა 52 ობიექტი (შემოწმებული ბიზნესოპერატორების შესახებ ინფორმაცია იხილეთ ბმულზე: http://nfa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/548). ფერმერების და შინაური ცხოველების მეპატრონეების ინტერესების დაცვისა და ბაზრიდან უხარისხო ვეტპრეპარატების ამოღების მიზნით, მიმდინარე წელს ქვეყნის მასშტაბით არსებული ყველა ვეტერინარული აფთიაქის შემოწმებაა დაგეგმილი. სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება“, - აღნიშნულია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)