|
2021-03-18 15:33:41, 414 ნახვა
საზოგადოება
ამირან გამყრელიძე - ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია გრძელდება, მათ მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ვაქცინაციასთან დაკავშირებით საპატრიარქოსთან კომუნიკაცია კვლავ გრძელდება. მისი თქმით, ვაქცინაციის პროცესში საპატრიარქოს მხარდაჭერას დიდი მნიშვნელობა აქვს. „გუშინ მქონდა კომუნიკაცია მაღალი იერარქიის პირებთან. ვფიქრობთ, კიდევ რამდენიმე შეხვედრა იქნება. დარწმუნებული ვარ, როგორც შარშან, საგანგებო მდგომარეობის დროს და წინასააღდგომო პერიოდში საპატრიარქომ სერიოზული მხარდაჭერა გამოხატა სამედიცინო სექტორისა და მოსახლეობის მიმართ, ასევე იქნება. წმინდა სინოდის განჩინებაში გახლავთ დაფიქსირებული მათი პოზიცია. აქედან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მათთან კომუნიკაცია გრძელდება და მათ მხარდაჭერას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)