|
2021-03-17 12:22:43, 494 ნახვა
საზოგადოება
ვაჟა-ფშაველასა და ყაზბეგის გამზირებზე ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ამოქმედდება
სატრანსპორტო პოლიტიკის ფარგლებში, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა ვაჟა-ფშაველასა და ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე გავრცელდება, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნულ გამზირებზე ათი მუნიციპალური პავილიონი განთავსდება, სადაც მოქალაქეები მათი კუთვნილი ავტომანქანების რეგისტრაციას შეძლებენ. „დედაქალაქში ზონალურ-საათობრივი პარკირების დანერგვა ჩვენი სატრანსპორტო პოლიტიკის შემადგენელი ნაწილია. როგორც იცით, გარკვეულ ქუჩებზე ეს სისტემა უკვე მოქმედებს. ჩვენ ამ პროგრამას განვაგრძობთ და ის უკვე ვაჟა-ფშაველასადა ალექსანდრე ყაზბეგის გამზირებზე, ასევე, მიმდებარე ქუჩებზე ამოქმედდება“,- განაცხადა კახა კალაძემ. თბილისის მერის თქმით, პარკირება ადგილობრივი მცხოვრებლებისთვის, ასევე, შშმ პირებისთვის, ელექტრომობილებისა და A კატეგორიის ტაქსის მფლობელებისთვის, მათთვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილებზე უფასო იქნება. „ჩვენ აღნიშნულ პროგრამას ეტაპობრივად ვახორციელებთ და საბოლოო ჯამში, ის მთელ ქალაქს მოიცავს. თბილისში, დღეის მდგომარეობით, ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემის ფარგლებში, 2 629 ადგილი მოქმედებს, ხოლო ამ ცვლილებით, დაახლოებით, 2 400 ადგილი დაემატება“, - აღნიშნა კახა კალაძემ. ზონალურ-საათობრივი პარკირების სისტემა პირველად კოტე აფხაზის ქუჩაზე, შემდეგ ორბელიანის მოედანზე, ასევე, ვაკისა და საბურთალოს რაიონების გარკვეულ ქუჩებზე ამოქმედდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)