|
2021-03-16 11:26:41, 1126 ნახვა
სამხედრო
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მოქალაქეთა მიღება გრძელდება
საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში მსურველთა მიღება გრძელდება. საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც რეგისტრაციის შედეგად შეირჩნენ, დღეს მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისის“ ბაზაზე შეიკრიბნენ, სადაც მათ საწყისი საბრძოლო მომზადების კურსის გავლამდე შესაბამისი პროცედურები ჩაუტარდათ. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურში 18-დან 35 წლამდე საქართველოს მოქალაქეები მიიღებიან. სამხედრო მოსამსახურეები უზრუნველყოფილი იქნებიან ნატოს სტანდარტების უმაღლესი ხარისხის უნიფორმით, სამხედრო აღჭურვილობით, კვებით, უფასო სამედიცინო მომსახურებით, სოციალური და სამართლებრივი დაცვით. პირველად თავდაცვის ძალების ისტორიაში, გასულ წელს თავდაცვის მინისტრის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით, საწყისი საბრძოლო მომზადების კურსზე (BCT) ჩარიცხული რეკრუტები 500 ლარის ოდენობით ანაზღაურებას იღებენ. საკონტრაქტო სამხედრო სამსახურის მიმართ ინტერესი ირაკლი ღარიბაშვილის თავდაცვის მინისტრად მუშაობის და გატარებული რეფორმების შემდეგ გაიზარდა. სტატისტიკური მონაცემებით თითქმის სრულად შეჩერდა ჯარიდან გადინების პროცესიც. რეკრუტები საწყისი საბრძოლო მომზადების კურსს, ახალქალაქში მდებარე საწყისი საბრძოლო მომზადების ცენტრში გაივლიან. 8 კვირის განმავლობაში რეკრუტები საცეცხლე, სამედიცინო, სამწყობრო და ტაქტიკურ მომზადებას გაივლიან. მათ მეცადინეობები ნავიგაცია-ტოპოგრაფიაში, სადისციპლინო წესდებებსა და ფიზიკურ მომზადებაში ჩაუტარდებათ. კურსის წარმატებით დასრულების შემდეგ, რეკრუტები სამხედრო ფიცს დადებენ და საქართველოს თავდაცვის ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფში გადანაწილდებიან.
|
რედაქტორის რჩევით
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
რატომ ასამარებს ივანიშვილის რეჟიმი საქართველოს განათლების მყიფე რეპუტაციას, ბარიერები უცხოელი სტუდენტებისთვის
ომი უკრაინაში
ტრამპმა შეაქო უკრაინის შეიარაღებული ძალების სამხედრო ტექნიკა და თქვა, რომ ისინი „საკმაოდ კარგად უძლებენ“
კიევში მასშტაბური თავდასხმა: ოთხი ადამიანი დაიღუპა, 25 კი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ივანიშვილის პარლამენტში თავისუფალი და კრიტიკული მედიის და ჟურნალისტების აკრედიტაცია შეუძლებელი ხდება
დღის თემა
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)