|
2021-03-15 18:48:51, 782 ნახვა
საზოგადოება
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!“ - ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს
„აიცერი, ვაქცინა გვიცავს!“- ჯანდაცვის სამინისტრო მედიკოსებს ვაქცინაციისკენ მოუწოდებს და საინფორმაციო კამპანიას იწყებს. როგორც „ექსპრესნიუსს“ ჯანდაცვის სამინისტროდან აცნობეს, ექიმები, რომლებიც უშუალოდ არიან ჩართულები ვაქცინაციის პროცესში, საერთო სახის რეკომენდაციებს ავრცელებენ და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს იმუნიზაციის პროცესში ჩართულობისკენ მოუწოდებენ. „ასტრაზენეკას ვაქცინა არის ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ავტორიზებული და იგი აკმაყოფილებს უსაფრთხოების, ეფექტურობის და ხარისხის მკაცრ სტანდარტებს. ვაქცინაცია ამცირებს დაინფიცირების, ავადობისა და სიკვდილიანობის რისკს . ვაქცინა პანდემიის დასასრულია. სპეციალისტების განცხადებით, აცრის პირველი დოზის მიღების შემდეგ, მოქალაქე დაცულია ინფიცირებისგან. აუცილებელია ვაქცინის ორივე დოზის მიღება სრული იმუნიტეტის მისაღწევად. იმ შემთხვევაშიც კი, თუ თქვენ მიღებული გაქვთ ვაქცინის ორივე დოზა, აუცილებელია დაიცვათ სოციალური დისტანცია და ატაროთ პირბადე. აცრის დრო წინასწარაა ჩანიშნული, რათა თავიდან იქნას აცილებული ხალხმრავლობა . ასტრაზენეკას ვაქცინა 3 თვეზე მეტია გამოიყენება გაერთიანებულ სამეფოში, ევროკავშირის ქვეყნებში, კანადაში, ავსტრალიაში და მსოფლიოს 50-ზე მეტ ქვეყანაში.ევროკავშირში ასტრაზენეკას ვაქცინით აცრილია 5 მლნ, გაერთიანებულ სამეფოში 11 მილიონზე მეტი ადამიანი. COVID-19-ის ვაქცინაცია ინდივიდუალური უფლება და საყოველთაო პასუხისმგებლობაა! აიცერი და დაიცავი შენი სიცოცხლე და ჯანმრთელობა! ვაქცინა გვიცავს! ერთად შევაჩეროთ COVID-19-ის პანდემია!“, - აღნიშნულია ჯანდაცვის სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)