|
2021-03-13 14:09:55, 664 ნახვა
საზოგადოება
ბესარიონ სიმონიშვილი აჭარაში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო იძულებით გადაადგილებულ პირებს სამეწარმეო საქმიანობის ხელშეწყობისა და სამუშაო ადგილების შექმნის მიზნით გრანტებს გადასცემს. სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველ მოადგილესთან რამაზ ჯინჭარაძესთან ერთად, ქედისა და ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტებში მცხოვრებ ეკომიგრანტ ოჯახებს შეხვდა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის პროგრამების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა. „მნიშვნელოვანია, რომ პროგრამაში ჩართვა, დევნილებთან ერთად, უკვე ეკომიგრანტებსაც შეუძლიათ. ეკომიგრანტები და დევნილები 7500 ლარის ფარგლებში დაფინანსდებიან. ამასთან, საკუთარ საწარმოებში, დამატებით, მინიმუმ ერთი იძულებით გადაადგილებული პირის დასაქმების ვალდებულებას აიღებენ“, - განაცხადა ბესარიონ სიმონიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)