23:32 - 26 Jul, 2026
|
2021-03-13 11:46:29, 442 ნახვა
საზოგადოება
მსჯავრდებულებისთვის მუზეუმის მორიგი ონლაინ ტური გაიმართა
პენიტენციურ დაწესებულებებში მყოფი მსჯავრდებულებისთვის მუზეუმების ონლაინ ტური გრძელდება. ამჯერად, ონლაინ ჩართვა # 5 ქალთა სპეციალურ პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკო ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო ისტორიული მუზეუმიდან განხორციელდა. ქალმა მსჯავრდებულებმა მუზეუმში დაცული კოლექციები დაათვალიერეს. მათ, ასევე შესაძლებლობა ჰქონდათ ერთ-ერთი უძველესი ქსოვილის-თექის დამუშავების შესახებ საინტერესო ინფორმაცია მოესმინათ და ონლაინ რეჟიმში ქსოვილის დამუშავების პროცესს გაცნობოდნენ. მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი ეპიდემიის გამო, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროექტებს მსჯავრდებულებისთვის ონლაინ რეჟიმში ახორციელებს.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)