|
2021-03-12 13:39:29, 486 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერმა საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები კიდევ 55 ოჯახს გადასცა
დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ ვაკისა და საბურთალოს რაიონებში მცხოვრებ 55 ოჯახს საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები გადასცა. მათ საცხოვრებელი ფართები, რომელთა დაკანონებას წლების განმავლობაში ვერ ახერხებდნენ, სიმბოლურ ერთ ლარად გადაეცათ. კახა კალაძემ ოჯახებს საცხოვრებელი ფართების დაკანონება მიულოცა და განაცხადა, რომ მათ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აწუხებს, რაიონის გამგეობას უნდა მიმართონ. ძალიან მნიშვნელოვანი პროგრამაა და 1500-ზე მეტმა ოჯახმა უკვე ისარგებლა ამ პროექტით. მინდა მივმართო იმ ადამიანებს, რომლებსაც სურთ, რომ დაიკანონონ ის საცხოვრებელი ფართები, სადაც ათეულობით წელია ცხოვრობენ, დაუკავშირდნენ თავიანთი რაიონის გამგეობას და ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად დაკანონდეს ეს საცხოვრებელი ფართები. ძალიან მიხარია, რომ ამდენ გახარებულ ადამიანს და ოჯახს ვხედავთ და ეს სიხარული უნდა გაიზიაროს ყველამ, ვისაც ანალოგიური პრობლემა აქვს. ეს იყო ჩემი წინაასაარჩევნო დაპირება და ჩვენ, რა თქმა უნდა, ჩვენს დაპირებას ვასრულებთ“, - განაცხადა კახა კალაძემ. 2018 წლიდან დღემდე საცხოვრებელი ფართები 1500-ზე მეტ ოჯახს დაუკანონდა. გარდა ამისა, თბილისის მერიაში კვლავ გრძელდება შემოსული განაცხადების განხილვა და დაკმაყოფილება. დედაქალაქის მერთან ერთად ადგილზე იმყოფებოდა ქონების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი თავართქილაძე, საბურთალოსა და ვაკის რაიონების გამგებლები, ასევე, ვაკის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატების საქართველოს პარლამენტსა და თბილისის საკრებულოში.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)