|
2021-03-11 16:03:58, 620 ნახვა
საზოგადოება
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსება დაემატა
პროექტს ,,შეღავათიანი აგროკრედიტი“ ახალი მიზნობრიობა, ენერგოეფექტური საწარმოების დაფინანსებადაემატა,რომელიც ენერგოეფექტური ღუმელების და ენერგოეფექტური ღუმელისთვის საწვავის მწარმოებელი საწარმოების დაფინანსებასმოიცავს. აღნიშნული ცვლილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს. ,,შეღავათიანი აგროკრედიტში“ ახალი მიზნობრიობის დამატება ხელს შეუწყობს ქვეყანაში მყარ საწვავზე/ბიომასაზე (ხე-ტყის ნარჩენი, მშრალი შეშა, ნამჯა და სხვა საწვავად გამოსაყენებელი სასოფლო სამეურნეო ნარჩენები) მომუშავე ენერგოეფექტური ღუმელების წარმოების განვითარებას და ალტერნატიული და განახლებადი მყარი საწვავი საშუალებების (პელეტი, ბრიკეტი, შეშა, ხე-ტყის ნარჩენი, ნამჯა და სასოფლო სამეურნეო სხვა ნარჩენები) მწარმოებელი საწარმოების შექმნას. „სასურსათო და ენერგო ეფექტური მრეწველობის დაფინანსების“ ქვეკომპონენტის ფარგლებში, დაფინანსდება როგორც სესხები, ასევე ლიზინგი. ხე-ტყის დამამზადებელი ტექნიკის შესყიდვის მიზნითსაწყის ეტაპზე,საფინასო ინსტიტუტების მიერ, სესხები გაიცემა 2021 წლის პირველი მაისიდან,იმ იურიდიულ პირებზე და ინდმეწარმეებზე, რომლებიც რეგისტრირებულები იქნებიან, ახმეტის, დედოფლისწყაროს, ყვარელის, თელავის, თიანეთის, ჩოხატაურის, ლანჩხუთის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტებში. „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროექტში განხორციელებულიმნიშვნელოვანი ცვლილება ტყის სექტორის რეფორმას უკავშირდება. ტყის სექტორის რეფორმის პროექტს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად ახორციელებს. პროექტის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო „ენერგოეფექტურობის ხელშეწყობის პროგრამას“ განახორციელებს.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)