|
2021-03-11 14:24:12, 787 ნახვა
საზოგადოება
ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დაწყებულია მოლაპარაკებები ჩინური ვაქცინის მისაღებად
ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოს ხელისუფლებას დაწყებული აქვს მოლაპარაკებები ჩინურ მხარესთან, რათა მიიღოს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინები. როგორც ეკატერინე ტიკარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, ჩინური ვაქცინა იმ ვაქცინების რიგშია, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაციის აკრედიტაციას. ამასთან, მინისტრმა აღნიშნა, რომ პირველი ეტაპისთვის შეკვეთილია 100 ათასი ვაქცინა და „კოვაქს პლატფორმიდან“ ვაქცინებზე დამატებით ხელმისაწვდომობაც იქნება. „ჩინური ვაქცინაც, როგორც ვიცით, უკვე არის იმ ვაქცინების რიცხვში, რომელიც უახლოეს მომავალში მიიღებს ჯანმო-ს მხრიდან აკრედიტაციას. ჩვენ, როგორც „ასტრაზენეკას“ და ასევე „ფაიზერის“ შემთხვევაში, წინასწარი მოლაპარაკებები დაწყებული გვაქვს, როგორც ჩინურ მხარესთან, ასევე „კოვაქს პლატფორმასთან“. ასევე ჩინურ ვაქცინას მიღებული აქვს ერთ-ერთი მკაცი მარეგულირებლის მხრიდან ავტორიზაცია, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ ინტენსიურად გავაგრძელოთ მოლაპარაკებები. პირველი ეტაპისთვის, ჩვენ გვაქვს მცირე დოზა შეკვეთილი პირდაპირ მომწოდებელთან, ეს არის 100 000 ვაქცინა, ეს არის „სინო ფარმის“ ვაქცინა“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)