01:00 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-11 13:25:09, 560 ნახვა

საზოგადოება
როგორ დავიცვათ საბანკო ბარათების უსაფრთხოება

ციფრულად ტრანსფორმირებულ სამყაროში საბანკო ბარათით ან თუნდაც, მობილურ ტელეფონში არსებული ციფრული საფულის საშუალებით მომენტალური გადახდა აღარავის აკვირვებს. ჩვენი პირადი საფულეები სავსეა ფერად-ფერადი პლასტიკური, მათ შორის - საბანკო ბარათებით. მათი შესაძლებლობები სულ უფრო იზრდება. ბარათების კომფორტულობა პანდემიამაც გამოკვეთა, როდესაც ნაღდ ფულთან შეხება არცთუ ისე უსაფრთხო  პროცესი გახდა. თუმცა, პლასტიკური ბარათით გამარტივებული გადახდის შესაძლებლობა მხოლოდ იქამდე შეიძლება გაგარძელდეს, სანამ მისი გამოყენებისას უსაფრთხოების და კონფიდენციალურობის წესებს დავიცავთ. ეს კი ნიშნავს, რომ ყურადღება არასოდეს უნდა მოვადუნოთ.         

ქვემოთ მოცემული რჩევები თქვენი საბანკო ბარათების უსაფრთხოებაში დაგეხმარებათ:

1. არ დატოვოთ ბარათი უყურადღებოდ. არ გადასცეთ სხვა პირს, რესტორანში, ბენზინგასამართ სადგურზე ან სხვა ნებისმიერ ადგილზე გადახდისას;

2. არავის გაუზიაროთ ბარათის მონაცემები და არავის გადაუგზავნოთ მისი ფოტო;

3. ბარათის მეგობრისთვის ან ნებისმიერი პირისთვის თხოვება სარისკოა. სარისკოა ბარათის პინკოდის ან მობილურზე მოსული ერთჯერადი სმს კოდის სხვისთვის გადაცემაც;

4. ნურავის გაუზიარებთ  ხმამაღლა თქვენი ბარათის ნომერს. შესაძლოა, მას ის ადამიანიც ისმენდეს,  ვისაც ბარათის მონაცემების ბოროტად გამოიყენება შეუძლია;

5. ბარათის დაკარგვის ან დაკარგვის ეჭვის შემთხვევაში,  დაუყოვნებლივ დაბლოკეთ ის ინტერნეტბანკის ან ქოლცენტრის საშუალებით.

წყარო: ედუფინი





ავტორი: R (რეკლამა),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics