02:28 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2021-03-10 11:29:07, 583 ნახვა

საზოგადოება
თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულ პირებს დახმარების პაკეტს შესთავაზებს

თბილისის მერია ელექტრონული მუსიკის სფეროში დასაქმებულ პირებს დახმარების პაკეტს შესთავაზებს.

ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

 „მათ სჭირდებათ თანადგომა. ეს არის სფერო რომელმაც ჩვენს დედაქალაქს მსოფლიო მასშტაბით გაუთქვა სახელი მოიზიდა უამრავი ტურისტი და ეკონომიკურ განვითარებაში მნიშვნელოვანი კონტრიბუცია შეიტანა. აუცილებელი ამ სფეროში დასაქმებულ ადამიანებს ელექტრონული მუსიკის სივრცეები და სხვა ორგანიზაციებს სიცოცხლისუნარიანობა შევუნარჩუნოთ და შევუნარჩუნოთ მოტივაცია, რომ პანდემიის პერიოდში საქმიანობა განაგრძონ.  ჩვენი მხრიდან ექნებათ მაქსიმალური თანადგომა. ღამის ეკონომიკის პროექტის ფარგლებში სექტორში ჩართულ ადამიანებთან გვქონდა კომუნიკაცია და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მათაც შევთავაზოთ დახმარების პაკეტი, რომელიც თანხობრივად 2 მილიონი ლარი იქნება და ამ დახმარებას მიიღებს მინიმუმ 500 შემოქმედი. 50 მეტი ორგანიზაცია. ფინანსური დახმარების პაკეტით პირველ რიგში მუსიკოსები და ტექნიკური პერსონალი ისარგებლებს ელექტრონული მუსიკის სივრცეებისთვის საიჯარო თანხების სრულად და ნაწილობრივ მხარდაჭერა მოხდება. იქნება კომუნალური გადასახადების მხარდაჭერა. დაიწყება ზაფხულის პერიოდში უსაფრთხო აღდგენის სამუშაოების გაწევა“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics