|
2021-03-09 12:04:19, 541 ნახვა
საზოგადოება
ნათია თურნავა - „ნამახვანი ჰესთან“ დაკავშირებით დისკუსია ღია ფორმატში გაგრძელდება, რათა პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას
ჩვენი ამოცანაა, რომ, პირველ რიგში, უკეთ გადაწყდეს ადგილობრივი მოსახლეობის საკითხები და პრობლემები „ნამახვანი ჰესის“ პროექტის ფარგლებში, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს პარლამენტში, „ნამახვანი ჰესის" პროექტთან დაკავშირებული შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა. მინისტრის ინფორმაციით, საგნობრივი დისკუსია კვალავაც გაგრძელდება ღია ფორმატში და მთავრობა ასევე ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ პროექტის მიმართ ნდობა შეიქმნას. „ვამზადებთ საკმაოდ საინტერესო წინადადებებს, რომელიც გულისხმობს პროექტის მომზადებასა და შემდეგ უკვე ზედამხედველობაში როგორც დამოუკიდებელი ექსპერტების, ასევე ადგილობრივი მოსახლეობის, უფრო ფართო ჩართულობას. პარლამენტშიც და სხვა ღია შეხვედრებზეც აუცილებლად ვისაუბრებთ იმაზე, თუ რამდენად მნიშვნელოვანია ადგილობრივი ენერგორესურსების, მათ შორის, ჰიდრორესურსის განვითარება საქართველოსთვის, იმისთვის, რომ ჩვენი მზარდი ეკონომიკა არ იყოს დამოკიდებული მზარდ იმპორტზე და გვქონდეს დამოუკიდებელი, ძლიერი ეკონომიკა, რომელსაც ვაშენებთ“, - აღნიშნა ეკონომიკის მინისტრმა. შეგახსენებთ, რომ საქართველოს პარლამენტში დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკისა და გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტების ერთობლივი სხდომა მიმდინარეობს, სადაც ნათია თურნავასა და ლევან დავითაშვილის მონაწილეობით „ნამახვანი ჰესის“ პროექტთან დაკავშირებულ აქტუალურ საკითხებს განიხილავენ. სხდომას, დეპუტატებთან ერთად ექსპერტები, ენერგეტიკოსები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციებისა და „რიონის ხეობის მცველების“ წარმომადგენლები ესწრებიან.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)